გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა _ მიტოზი

გაკვეთილის მთავარი თემა
გამრავლება მიტოზი
საგანი/პედაგოგი
ბიოლოგია/მარიამ ალფაიძე
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო XI  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
29 მოსწავლე განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მოსწავლეები არ არიან
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·        უჯრედის შუაზე  გაყოფ
·        დედისეული უჯრედიდან ორი შვიეული  უჯრედის  მიღება
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
მსჯელობს გამრავლების კერძოდ მიტოზის ბიოლოგიურ როლზე/  დაკვირვების საფუძველზე აღწერს  მიტოზის ფაზებს, მსჯელობს შვილეულ  უჯრედებში  ქრომოსომების განაწილების კანონზომიერებაზე.
წინარე ცოდნა
უჯრედი . ქრომოსომები.  გამრავლების სახეები.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი განმსაზრვრელი შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სასწავლო მასალა: მიტოზის მზამიკრო  პრეპარატი, მიკროსკოპი, ნსახელმძღვანელო. სქემები ,  რვეული,სახატავი ფანქრები.
ტექნიკური რესურსი:
კომპიუტერი, ინტერნეტი
www,google,com,
ელექტრონული პრეზენტაცია.

გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება/  კლასის ორგანიზება 2 წთ
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ შესავალი     საუბარი        5 წთ.
·        ვთხოვ მოსწავლეებს სახელმძღვანელოში წაიკითხონ რუბრიკა  /გაიხსენე/ და უპასუხონ შეკითხვებს:
1.       რა  პროცესი უზრუნველყოფს თაობიდან თაობაში მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემას?
2.      გამრავლების რა ფორმებია დამახასიათებელი ცოცხალი ორგანიზმებისათვის?
3.      რა არის უსქესო გამრავლება?
მოიყვანეთ მაგალითები.

აქტივობა 2 _ ამოცანა/ 2 წთ
ü  ხილის ბუზს დროზოფილას  უჯრედებში რვა ქრომოსომა აქვს. უჯრედის მიტოზური გაყოფის შემდეგ რამდენი ქრომოსომა იქნება შვილეულ  უჯრდებში?

გაკვეთილის B ფაზა  _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3  _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 3 წთ

აქტივობა 4 _ პრეპარატზე დაკვირვება, ტექსტზე მუშაობა 12 წთ
Ø  მოსწავლეები მიკროსკოპით დაათვალიერებენ მიტოზის მიკრო პრეპარატს, ვთხოვ რასაც დაინახავენ შეძლებისდაგვარად დახატონ.
Ø  ამის შემდეგ ყურადღებით ვაკითხებ ტექსტს და ხაზს  ვუსვამ ძირითად  საკითხებზე.

მუშაობენ წყვილებში, მიიღებენ ინსტრუქტაჟს შესაბამისი ბარათებით და შეკითხვებით.
პირველი ბარათი:
Ø  აღწერე რა ხდება ინტერფაზაში?
პასუხი:
o   ქრომოსომების რაოდენობის გაორმაგება;
o   თითოეული ქრომოსომა  შედგება ორი ქრომატიდისაგან;
o   ქრომოსსომების გაორმაგების დროს ორმაგდება  ქრომოსომებში არსებული დნმ/ც
მეორე ბარათი:
Ø  აღწერე რა ხდება პროფაზაში?
პასუხი;
o   ქრომოსომები  სპირალურად დაიხვევა;
o   ცენტრიოლები უჯრედის პოლუსებისაკენ გადაადგილდება;
o   მიტოზის თითისტარას ძაფები წარმოიქმნება;
o   ბირთვის გარსი დაირღვევა;
მესამე ბარათი:
Ø  აღწერეთ რა ხდება მეტაფაზაში?
პასუხი:
o   ქრომოსომები განლაგდება უჯრედის ცენტრში. თითისტარას ძაფები ქრომატიდებს ჩაეჭიდება.

მეოთხე ბარათი:
Ø  აღწერე რა ხდება ანა ფაზაში?
პასუხი:
o   ქრომატიდები მოძრაობენ უჯრედის მოპირისპირე პოლუსებისაკენ.

მეხუთე ბარათი:
Ø  აღწერეთ რა ხდება  ტელოფაზაში?
პასუხი:
o   უჯრედის შუაზე  გაყოფა;
გაკვეთილის C ფაზა რეფლექსია
აქტივობა 5 წყვილების პრეზენტაცია 5 წთ.

კომენტარს  გავუკეთებ მოსწავლეთა ჩანახატებს. გადავამოწმებ ამოცანების  პასუხებს.

აქტიივობა 6  კითხვა პასუხი 5წთ
·        რა არის  მიტოზი და რა ბიოლოგიური  მნიშვნელობა აქვს მას?
·        ას უწოდებენ ინტეფაზას ?
·        რა პროცესი მიმდინარეობს ბირთვში ინტერფაზის პერიოდში?
·        როგორ  იცვლებიან  ქრომოსომები მიტოზის დროს?
·        რა არის  ქრომოსომა?
·        ქრომოსომის  რომელ უბანზე მაგრდება  დაყოფის თითისტარას ძაფები ?
·          პრიცესი მიმდინარეობს მიტოზის პროფაზის, მეტაფაზის დროს?
·        რა ნიშნით ხასიათდება მიტოზის ანაფაზა?
·        რომელ ქრომოსომებს უწოდებენ  ჰომოლოგიურს?
·        რა პროცესი მიმდინარეობს მიტოზის ტელოფაზაში?

საშინაო დავალების მიცემა 2 წთ
·        ლექსიკონში მოიძიონ სახელწოდება მიტოზი, შინაარსი დაუკავშირონ მიტოზის  პროცესს.
·        სახელმძღვანელოში მოცემული ილუსტრაციის მიხედვით აღწერონ მიტოზის ციკლი.

შეფასება 3 წთ

No comments:

Post a Comment